ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან C ჰეპატიტის მეხუთე ყოველწლიურ შეხვედრაზე (19 ნოემბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან C ჰეპატიტის მეხუთე ყოველწლიურ შეხვედრაზე (19 ნოემბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა C ჰეპატიტის აღმოფხვრის მიმართულებით განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწიეს საქართველოში. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა განიხილონ და და გაეცნონ ამ პროგრესს. საქართველოში 60 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე იმკურნალა C ჰეპატიტზე და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას, რათა სრულიად აღმოვფხვრათ ეს საშინელი დაავადება. ჯანმრთელი მოსახლეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობისა და აყვავებისთვის, ამიტომ ჩვენ ვამაყობთ რომ საქართველოს ამ მიმართულებით ვეხმარებით. დაბოლოს, დავამატებდი, რომ მკურნალობის მისაღებად, აუცილებელია იცოდეთ თქვენი სტატუსი. მივმართავ საქართველოს ყველა მოქალაქეს: – გაიარეთ შემოწმება და გაიგეთ თქვენი სტატუსი!