ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ჩიბათის საჯარო სკოლაში (19 ოქტომბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ჩიბათის

საჯარო სკოლაში (19 ოქტომბერი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ვესტუმრო ჩაბათის საჯარო სკოლას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად და შევხვდეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, რომელმაც განსაკუთრებული შრომა გასწია, რათა ახალგაზრდებისთვის ესწავლებინა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ. ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს და იმედის მომცემია იმის ნახვა, თუ როგორ არის ხალხის ნაწილი ჩართული საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ USAID-ის „მომავლის თაობის“ პროგრამის მეშვეობით მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ამ გზით.