ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ქალთა მიმართ ძალალდობის პრევენციის მხარდამჭერ კონფერენციაზე

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი

მედიასთან ქალთა მიმართ ძალალდობისპრევენციის მხარდამჭერ კონფერენციაზე (18 აპრილი)

შეკითხვა ღონისძიების შესახებ

ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ახორციელებს მრავალ პროგრამას, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ჩართულობის გაძლიერება. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში მომზადდა ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული ანგარიში, რომელშიც მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები, თუ როგორ შეუძლიათ საზოგადოების წევრებს ჩაერთონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ცვლილების განსახორციელებლად და ძალადობის თავიდან ასაცილებლად საჭირო ხდება პოლიციის, სამოქალაქო საზოგადოების, სოციალური მუშაკების, მასწავლებლების, თემის ლიდერებისა თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის მქონე ადამიანების ჩართულობა. აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეუძლიათ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს ჩაერთონ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციულ ღონისძიებებში. ჩვენ მოუთმენლად ველით დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილ ანგარიშს, რომელიც დამატებით რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს.