ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან „დიალოგის პლატფორმის“ ღონისძიებაზე (7 ოქტომბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან „დიალოგის პლატფორმის“ ღონისძიებაზე (7 ოქტომბერი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოხარულია, რომ მხარს უჭერს დიალოგს ცხოვრების ხარისხისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი დიალოგი აუცილებელია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც კულტურული მემკვიდრეობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ურბანული დაგეგმარების დროს მისი გათვალისწინება ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ დიალოგის, ელჩის კულტურული დაცვის ფონდისა და სხვა გაცვლითი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს და განაგრძობს კულტურული მემკვდირეობის და ურბანული დაგეგმარების მხარდაჭერას საქართველოში.