ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან EPAG-ის დაფუძნების 5 წლის იუბილეზე (8 ოქტომბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან EPAG-ის დაფუძნების 5 წლის იუბილეზე (8 ოქტომბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ელიზაბეთ რუდი: ყველა იმ დიპლომატიური მექანიზმიდან, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის, ალბათ ყველაზე ძლიერი და ეფექტური გაცვლითი პროგრამებია, რადგანაც ეს არის ხალხთაშორის ურთიერთობის საფუძველი. ჩვენი პროგრამების ყველა კურსდამთავრებული მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაში. ამ საღამოს არის ჩვენი გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულების ყველაზე დიდი შეკრება, აქ არის სამასზე მეტი კურსდამთავრებული იმ ხუთი ათასი ქართველიდან, ვისაც მონაწილეობა მიუღია აშშ-ის გაცვლით პროგრამებში, როგორიცა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა, ფლექსი სკოლის მოსწავლეებისათვის და სხვადასხვა პროფესიული გაცვლითი პროგრამები, ასევე მასკის პროგრამა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ყველა ამ პროგრამით და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით მოხდა ამ კურსდამთავრებულების ორგანიზება, რათა შექმნან საქართველოსა და აშშ-ის მეგობრების ძლიერი კავშირი, რაც გააღრმავებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას.

კითხვა კელი დეგნანის საქართველოში აშშ-ის ელჩად ჩამოსვლის შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ელიზაბეთ რუდი: მოგეხსენებათ, თეთრმა სახლმა დაასახელა კელი დეგნანის ნომინაცია საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე. ელჩად დანიშვნამდე, ის უნდა დაამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა. მე ზუსტად ვერ გეტყვით როდის, თუმცა ვიმედოვნებთ რომ ის მალე ჩამოვა.