ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (6 ნოემბერი)

CDA Elizabeth Rood’s Remarks to media at GDSC 2019. Photo: IPN
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე. ფოტო: IPN.ge

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (6 ნოემბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ექსპერტებმა იმსჯელონ საქართველოს პროგრესზე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. წლევანდელ კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების მოდერნიზაცია, ურთიეთთავსებადობა ნატოსთან და საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მოხარულია, რომ მონაწილეობას იღებს ამ კონფერენციაში და მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებას.

კითხვა: რა საკითხები იქნება განხილული დღეს?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მოდერნიზაციის ამბიციური პროგრამა, რომელიც მოიცავს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას, ამერიკისა და მოკავშირეების მხარდაჭერის გაგრძელებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველო-ამერიკის თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, მათ შორისაა ერთობლივი სწავლებები: ”ღირსეული პარტნიორი” და “მტკიცე სული”, რომელთა მეშვეობითაც საქართველო ძლიერდება როგორც ნატოს ალიანსის პარტნიორი და კონტრიბუტორი. ეს ყველა საკითხი იქნება განხილული და აგრეთვე ყურადღება დაეთმობა საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოებაში.

კითხვა ინტერნეტ თავისუფლების თემაზე ფრიდომ ჰაუსის ანგარიშთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ”ფრიდომ ჰაუსი” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სიტუაციის საკუთარ დამოუკიდებელ შეფასებებსა და ანგარიშებს ადგენს. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს მედია თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში, რადგან ის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.