ელიზაბეთ რუდის განცხადება მედიასთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (ნოემბერი 1)

ელიზაბეთ რუდის განცხადება მედიასთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (ნოემბერი 1)

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ბევრი გამოწვევის წინაში დგას და ასეთი კონფერენციები არის მნიშვნელოვანი, რადგან აქ ჩვენ განვიხილავთ ამ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობას, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს ამ გამოწვევების გადაჭრაში.

კითხვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა

ელიზაბეთ რუდი: ამერიკასა და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ საქართველოს უნარში პასუხისმგებლიანად განაგოს სამხედრო ტექნიკა. გავცრელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან.

კითხვა დისკუსიის შესახებ ელიზაბეტ

რუდი: მე მონაწილეობა მივიღე პანელზე სახელწოდებით “ქვეყნები ზეწოლის ქვეშ – საფრთხეებთან გამკლავება”. ამ კონტექსტში საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გარე წყაროებიდან მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ დგას. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გზებზე, რომლითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, რათა დავეხმაროთ გაუმკლავდნენ საფრთხეებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამხედრო უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერ და მზარდ თანამშრომლობაზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს, ასევე, ნატოს შორის. ეს ხელს უწყობს საქართველოს გაძლიერებას და მზაობას საკუთარი ტერიტორიული თავდაცვისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აძლიერებს ქვეყნებს მათი შიდა სტაბილურობისთვის გატარებული ღონისძიებები. ჩვენ ვისაუბრეთ მდგრადობის შესახებ, ინფორმაციის და დეზინფორმაციის შესახებ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების შესახებ და მთელი ქვეყნის მობილიზების შესახებ საერთო თავდაცვისთვის, რათა შეძლონ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ეს ყველაფერი არის ის, რითაც ამერიკის შეერთებული შტატები გვერდშიიუდგას საქართველოს და ეხმარება მას.

კითხვა კონფერენციის შესახებ ელიზაბეთ

რუდი: მე ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომელიც ყოველ წელს გვაძლევს საშუალებას დავანახოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს, განვიხილოთ საქართველო რეგიონული და გლობალური გამოწვევების კონტექსტში. კონფერენცია ასევე მნიშვნელოვანია ექსპერტებისა და მთავრობის წარმომადგენლებისთვის რეგიონიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ავეყნებიდან, რადგან დიალოგი ხელს უწყობს საქართველოს გზას ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ.