ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან საქართველოს ევროპული გზის კონფერენციაზე (12 ივლისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან საქართველოს ევროპული გზის კონფერენციაზე

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მივულოცავ საქართველოს, საქართველოს ევროპული გზის კონფერენციის რიგით მეთექვსმეტედ ჩატარებას. ეს კონფერენცია ემთხვევა საქართველოს მიერ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის 10 წლისთავს. ასევე, კარგი დროა იმ ყველა წარმატების აღსანიშნავად, რასაც უკანასკნელ ათ წელში  საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით: ასოციაციის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ასევე, კარგი დროა მომავალი გეგმების დასახვისთვის, რათა ვნახოთ თუ როგორ შეუძლია საქართველოს გააღრმავოს ევროინტეგრაცია. ეს საკითხი მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ევროინტეგრაციის გაღრმავება საქართველოში ნიშნავს მისი პარტნიორობის გაძლიერებას შეერთებულ შტატებთან.

კითხვა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და აშშ-ის როლზე 

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ძალიან ძლიერი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის სფეროში, რომლის ერთ-ერთი ნაწილია შავი ზღვის უსაფრთხოებაც. საქართველო, რა თქმა უნდა, მდებაროებს განსაკუთრებულ ადგილას აღმოსავლეთ შავ ზღვაში, და მისი როლია ხელი შეუწყოს უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში, შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის გარდა, ნატოსთან თანამშრომლობის მეშვეობით. ეს მოიაზრებს გაძლიერებულ ზომებს ან ნატოს ჩარჩოში თანამშრომლობის არეებს.

კითხვა აშშ-ის მიერ ქართველი ფერმერების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ახლახანს, შეერთებული შტატების სააგენტომ საერთაშორისო განვითარებისთვის (USAID) დაიწყო დახმარების ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო სფეროში და ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს ფერმერებს პროდუქტიულობის ზრდასა და მოსავლის ბაზარზე გატანაში, ამით კი ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად გავითარებას საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში.

კითხვა 20 ივნისის მოვლენებსა და შსს მინისტრი გახარიას განცხადებაზერომ ღამით სხვადასხვა ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტში – თქვენ იყავით იქ?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: როგორც აქამდე გვითქვამს, 20 ივნისის მოვლენები საჭიროებს სრულ გამოძიებას, როგორც ძალის გამოყენების, ისე ზოგი დემონსტრანტის მიერ ძალადობის საკითხში. მოხარული ვართ, რომ, როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობს. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ თუ უშუალოდ ვინ იყო პარლამენტში მაგ დღეს, პირადად მე შეერთებულ შტატებში ვიყავი და ვესწრებოდი ჩემი ქალიშვილის ქორწილს.

კითხვა: რა პოზიცია აქვს აშშ-ს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და პუტინის განცხადებაზე საქართველოს შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: შეერთებული შტატები შეშფოთებული აკვირდება იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებიც განხილული იყო რუსული მთავრობის, დუმას წევრების მიერ და, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში დაწესებულიც იქნა საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. თუმცა, ახლა, როდესაც ორივემ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა სტაბილური ორმხრივი ურთიერთობისთვის, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში. აქ გულითადად ხვდებიან ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და მათთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კითხვა რუსთავი2-სგან:

20 ივნისის ღამეს დილის 7 საათამდე პარლამენტში იყავით?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელიელიზაბეთ რუდიმე ნამდვილად არ ვყოფილვარ პარლამენტში 20 ივნისს, შეერთებულ შტატებში ვიყავი ჩემი ქალიშვილის ქორწილში.

კითხვასაელჩოდან ვინმე იყო იქ?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: არა.

კითხვა: თქვენ არ იყავით მოწვეული, თუ მოგიწვიეს და არ წახვედით?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: არავინ იყო, რამდენადაც ვიცი არც მოწვევა მიგვიღია, მე კი შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი.