ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ჰიბრიდული ომის სიმპოზიუმის გახსნაზე (12 ივნისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ჰიბრიდული ომის სიმპოზიუმის გახსნაზე (12 ივნისი)


შეკითხვა
 დღევანდელი ღონისძიების შესახებ

ელიზაბეთ რუდი: ჰიბრიდული საფრთხე საქართველოსათვის, ნატოსათვის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისათვის რეალურ საშიშროებას წარმოადგენს. იგი ძირს უთხრის ჩვენს მეზობლებს, პარტნიორებსა დამოკავშირეებს შორის არსებულ ერთიანობას და ასუსტებს ნდობას დემოკრატიული ინსტიტუციებისადმი. ჩვენ არ დავუშვებთ ამგვარი მუქარის წარმატებას. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში არსებულიჰიბრიდული საფრთხის საწინააღმდეგო ცენტრებით ეხმარება როგორც საქართველოს, ასევე ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს. დღევანდელ კონფერენციაზე საქართველოსთან და ჩვენს რუმინელ, უკრაინელ დამოლდოველ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ საშუალებებსა და მეთოდებს ჰიბრიდულის საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. დღევანდელი შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია. მინდა მადლობა გადავუხადოსაქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, რომელთა დახმარებითაც დღევანდელი კონფერენცია შედგა.