ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან MCC-ს მიერ გარემონტებული საჯარო სკოლების გახსნაზე ქუთაისში (6 ივნისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან MCC-ს მიერ გარემონტებული საჯარო სკოლების გახსნაზე ქუთაისში (6 ივნისი)

 

ქუთაისის მე-10 და 32-ე საჯარო სკოლების გახსნის ცერემონიაზე

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ეს 54 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოს სკოლებში დაეხმარება ქართველ მოსწავლეებს მიიღონ მსოფლიო დონის განათლება. ათას ხუთასზე მეტი მოსწავლე ქუთაისის მე-10 და 32-ე სკოლებში, რომლების გახსნის ცერემონიაც დღეს გაიმართა, უკვე მიიღებს სარგებელს თანამედროვე გარემოდან. ეს მოსწავლეები არიან იმ 37 ათას მოსწავლეს შორის, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით.