ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთვის ჩინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე (27 სექტემბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთვის ჩინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე (27 სექტემბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, მიულოცოს ჩინეთს ეროვნული დღესასწაული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან, ისევე, როგორც სხვა მრავალ მეგობართან და პარტნიორთან, ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

კითხვა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და აღნიშნული შეხვედრის გავლენაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ, ამასთანავე, ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობაზე, რაც აისახა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მახლობლად ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის მიმდებარედ დაძაბულობის გამძაფრებაში, ამ ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაში, ისევე, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვაში. შესაბამისად, ამ კუთხით, ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის ხელშეწყობითა და შუამავლობით და ვიმედოვნებთ, რომ ეს წვლილს შეიტანს ზემოხსენებული დაძაბული ვითარების განმუხტვასა და გაუმჯობესებაში.