ელიზაბეთ რუდი მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახვედრის ცერემონიაზე (17 აპრილი)

ელიზაბეთ რუდი მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახვედრის ცერემონიაზე (17 აპრილი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: დღეს მშვიდობის კორპუსის რიგით მეთვრამეტე ჯგუფის 68 მოხალისე ჩამოვიდა საქართველოში. ისინი გაივლიან ინტენსიურ 11 კვირიან ტრენინგს, რომელიც მოიცავს ქართული ენის, კულტურისა და ტექნიკური უნარების სწავლას. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი შეუდგებიან მოღვაწეობას საჯარო სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში საქართველოს მასშტაბით. მოხალისეების ძირითადი საქმიანობა იქნება ქართველ კოლეგებთან ერთად ინგლისური ენის სწავლება სკოლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში კი ადგილობრივი თემის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე მინდა აღვნიშნო ჩვენი ქართველი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

კითხვა იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობს გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედრის შინაგანი ორგანოების გარეშე დაბრუნების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ოსეთში ბატონი ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი მკაცრად დაგმო და პასუხისმგებელ პირებს დაღუპულის ცხედრის გადმოცემისაკენ მოუწოდა. მე არ მაქვს ინფორმაცია ბოლო ცნობების შესახებ შინაგან ორგანოებთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.