ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან სამეგრელოში თხილის საშრობი საწარმოს გახსნის ცერემონიაზე (8 აგვისტო)

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა USAID-ის მეშვეობით 2010 წლიდან ახორციელებს ინვესტირებას საქართველოს თხილის სექტორში და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექსტორთან ამ მიმართულებით. ეს ახალი საწარმო ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფს სამეგრელოში მცხოვრებ ექსვასზე მეტ ფერმერს და მე ვურჩევ ფერმერებს, ისარგებლონ ამ მომსახურებით, რაც თხილის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

კითხვა აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ათი წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომიდან, რომლის შედეგადაც დაიღუპა ასობით და დაშავდა ათასობით ადამიანი, ათი ათასობით საქართველოს მოქალაქეს კი სახლის დატოვება მოუხდა, რომლებიც დღესაც ვერ ბრუნდებიან შინ და დღემდე განიცდიან ომის შედეგებს. ამ ომმა საქართველოს დააკარგვინა ტერიტორიის ოცი პროცენტი და შეუქმნა სამხედრო მდგომარეობა. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას იმ დღემდე, სანამ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად არ დასრულდება.