ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (4 ივლისი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (4 ივლისი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელიზაბეთ რუდი: ძალიან მიხარია, რომ აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აქ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ამერიკის მეგობრებთან ერთად.

შეკითხვა დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის შესახებ და როგორ აღნიშნავენ მას ამერიკელები

ელიზაბეთ რუდი: ამერიკაში დამოუკიდებლობის დღეს პიკნიკით, ბარბექიუთი და ფეიერკვერკებით აღვნიშნავთ; ამერიკელებისათვის ეს ოფიციალური ეროვნული დასვენების დღეა, რომელსაც ერთად ვატარებთ, ვიხსენებთ რა ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლების მნიშვნელობას.

დაეხმარება თუ არა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და მისი აქტიური მონაწილეობა საქართველოს შესვლას ნატოში?

ელიზაბეთ რუდი: ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ურყევია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო მზად არის ამისთვის, ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორანიზაციებს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, ამაში მას სამოქალაქო საზოგედოების ორგანიზაციების მხარდაჭერა დაეხმრება.