ელიზაბეთ რუდის კომენტარი OPIC-ის მიერ ლიბერთი ბანკისთვის სესხის გადაცემის გამოცხადების ღონისძიებაზე (25 სექტემბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი OPIC-ის მიერ ლიბერთი ბანკისთვის სესხის გადაცემის გამოცხადების ღონისძიებაზე (25 სექტემბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ძალიან მოხარულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების “კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია” (OPIC) “ლიბერთი” ბანკს 15 მილიონი დოლარის ოდენობით სესხს გადასცემს. ეს საშუალებას მისცემს ლიბერთი ბანკს შეიძინოს და განათავსოს თანამედროვე ავტომატიზირებული ბანკომატები (ATM) მთელ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებისთვის, რადგან პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსურ სექტორს, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს საბანკო სერვისები რეგიონებში მხცოვრები მოსახლეობისთვის, რაც, გააუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. ასევე, პროექტი დაეხმარება ქართველ მეწარმეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა საკრედიტო და საბანკო სერვისებზე. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აკეთებს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობისთვის.

კითხვა ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფი ზოლთან, კონკრეტულად, ვითარებას სოფელ ჩორჩანას მახლობლად, განსაკუთრებით კი, საგუშაგოს აშენებას თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე, მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, სადაც მოველით, რომ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მიმდინარე მოვლენები განხილვის მნიშვნელოვანი საგანი იქნება.