ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი გაერთიანებული შეხვედრაზე (27 ივნისი)

CDA Elizabeth Rood at the National Infection Prevention and Control Stakeholder’s Meeting. Photo: State Dept
ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი გაერთიანებული შეხვედრაზე

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებისადმი მიძღვნილი გაერთიანებული შეხვედრაზე (27 ივნისი)

 

შეკითხვა პროგრამისა და მასში ამერიკის საელჩოს ჩართულობის შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის საელჩო დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეშვეობით ეხმარება საქართველოს მთავრობას მთელი საქართველოს მასშტაბით დანერგოს საუკეთესო პრაქტიკა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში მიღწეულ უდიდეს პროგრესს ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით, რომელიც უზრუნველჰყოფს ქართველი ხალხის საჭიროებებს და ზრუნავს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. დაავადებათა პრევენცია და კონტროლი საავადმყოფოებში, კლინიკებსა თუ სხვა დაწესებულებებში ამ პროცესის უმთავრესი ნაწილია. ამდენად, ჩვენ მოვწუდებთ საქართველოს ამ მიმართულებით პროგრესისაკენ. დღევანდელ კონფერენციაზე ერთმანეთს ხვდებიან პროფესიონალები ჯანდაცვის სფეროში ამერიკიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან და საქართველოს მასშტაბით არსებული საავადმყოფოებიდან, რათა ერთობლივად იმუშაონ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.