ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან (16 აგვისტო)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან (16 აგვისტო)

 

კითხვა გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში მხარდაჭერილმა ძალებმა განაგრძეს სოფელ გუგუტიანთკარში ღობის გავლება. ეს ძალიან ნეგატიური მოვლენაა, ვნებს რეგიონის უსაფრთხოებას, ვნებს კეთილდღეობას და ერთმანეთს აშორებს ხალხს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაასრულოს ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

კითხვა საქართველოს მთავრობის მიერ რეაგირებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ისინი, ვინც მონაწილეობენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, საქართველოს მთავრობასთან ერთად ყოველდღიურად აქტიურად არიან ჩართული იმ გამოწვევებთან დასაპირისპირებლად, რომელიც მოაქვს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მათ შორისაა ბორდერიზაციის საკითხი და პრობლემა, რომელიც ამჟამად არის გუგუტიანთკარის სოფელში. ჩემი რეკომენდაციაა, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ დიდი გამოწვევის დასაძლევად.

კითხვა ანაკლიის პროექტის შესახებ „კონტი ჯგუფის“ კონოსრციუმიდან გასვლასთან დაკავშირებით და შეინიშნება თუ არა რუსეთის მიერ პროექტის ხელში ჩაგდების საფრთხე

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: აქციონერების შესახებ კონკრეტული კითხვებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მივმართავდი, თუმცა ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს კვლავინდებურად სჯერა, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავინდებურად გვჯერა რომ, პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგანაც ის ეკონომიკის სფეროში ამერიკა-საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია.