ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან საქართველოს ევროპული გზის 16-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ბათუმში (11 ივლისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან საქართველოს ევროპული გზის 16-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე ბათუმში (11 ივლისი)

კითხვა კონფერენციის და  უკანასკნელი მოვლენებიდან გამომდინარე ეკონომიკური ბაზრების დივერსიფიკაციის საჭიროების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჩვენ ვულოცავთ საქართველოს ყოველწლიური კონფერენციის  „საქართველოს ევროპული გზა“ ჩატარების მეთექვსმეტე წელს, რაც ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, აღვნიშნოთ ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“  მეათე წლისთავი და ის ყველაფერი, რასაც საქართველომ მიაღწია:  ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ და ვიზა ლიბერალიზაცია შენგენის ზონის ქვეყნებში. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ამას ყველაფერს, რადგან საქართველოს ევროკავშირთან მეტად ინტეგრირება ასევე გახდის მას შეერთებული შტატების უფრო ძლიერ პარტნიორად.

კითხვა დემონსტრანტების მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნის შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: დემონსტრანტებს ვეტყოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, მათ შორის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში. ეს არის მიზანი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს.

კითხვა ვლადიმირ პუტინის განცხადების შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებული აქვს საკუთარი ტერიტორიები

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, ისტორიკოსებმა გვასწავლონ საქართველოს ისტორია , მიმაჩნია რომ არ არსებობს შეკითხვა იმ ფაქტზე, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყრელი ნაწილები  ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. ასევე გავიმეორებდი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას  საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული ერთიანობისათვის.