აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მედია კომენტრარი USAID-ს ახალი პროექტის შესახებ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას

Charge d’Affairs, Elizabeth Rood. Photo: State Dept

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ელიზაბეთ რუდის მედია კომენტრარი USAID-ს ახალი პროექტის შესახებ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამას (18 ოქტომბერი)

 

კითხვა USAID-ის ახალი პროექტის შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ელიზაბეთ რუდი: საქართველო დემოკრატიული განვითარების ძალზედ მნიშველოვან მომენტში იმყოფება, რადგანაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს აჩენს პოტენციალს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მეტი პლურალიზმის, და ისეთი დემოკრატიული ინსიტიტუტების შესაქმნელად, რომლებიც უფრო მეტად მიესადაგება მოქალაქეაა საჭიროებებს. ამ პოტენციალის განსახორციელებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო რეფორმები, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია, ეხმიანებოდეს იმ სუსტ წერტილებს რომლებიც დაფიქსირდა წინა არჩევნებისას საერთაშორისო და ადგილობრივი დამკირვებლების მიერ, რათა შეიქმნას უფრო თანასწორი გარემო პლურალიზმის განსავითარებლად და საპარლამენტო სისტემაში ბევრი პარტიის წარმოდგენისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს ახალი USAID-ის პროგრამის დაწყებით, რომელიც შედგება 7 პროექტისგან, რომელთა მიზანიც იქნება მოქალაქეობის ჩართულობის და ზედამხედველობის გაზრდა საქართველოს საარჩევნო სისტემებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ახალი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.