აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს დაესწრო (31 ოქტომბერი)

CDA Rood Attends NATO-Georgia Public Diplomacy Forum. Photo: State Dept

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს დაესწრო (31 ოქტომბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა რიგით მეოთხე ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საპანელო დისკუსიაში: “Investing in Resilience: The Power of Education.” ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი უზრუნველყოფს მაღალი დონის პლატფორმის არსებობას სხვადასხვა სექტორთა თანამშრომლობისთვის, რათა სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენებით გამოკვლეული იყოს ნატო-ს, მოკავშირეებისა და საქართველოს შორის არსებული საერთო საფუძვლები და მიზნები ჩვენი საერთო ინტერესებისა და პოლიტიკური მიზნების გასაძლიერებლად. მის კომენტარში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ხაზი გაუსვა საქართველოს განვითარებასა და წარმატებაში სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველომ სიმტკიცის შენებისას მიაღწია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას.


ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ნატო-საქართველოს ფორუმზე

კითხვა კელი დეგნანის საკომიტეტო მოსმენის დროს განხილულ სამ ძირითად თემაზე: საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმა, მომავალი არჩევნები და მედია პლურალიზმი. ასევე, როდის ჩამოვა ახალი ელჩი თბილისში?

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: როგორც ნახეთ, ელჩობის კანდიდატ კელი დეგნანს ჰქონდა მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც მან გამოხატა მკაფიო პოზიცია, რომ გააძლიერებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასა და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ყველა ის პრიორიტეტული საკითხი, რაზეც მან ისაუბრა, არის საკითხები რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. ეს მოიცავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განსხვავებულ ელემენტებს დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როდის ველოდებით ელჩობის კანდიდატ დეგნანის ჩამოსვლას საქართველოში, ეს დამოკიდებულია სენატზე, რომლის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უნდა ჩანიშნოს ხმის მიცემის დღე, ხოლო შემდეგ სენატის სრულმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ ვიწინასწარმეტყველებ.

კითხვა კელი დეგნანის ჟურნალისტურ განათლებასთან და მედიაპლურალიზმისადმი მის მხარდაჭერასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ელჩობის კანდიდატი, კელი დეგნანი არის ძალიან გამოცდილი და გამორჩეული დიპლომატი, რომელსაც აქვს აშშ-ის საგარეო საქმეთა სამსახურში მუშაობის 26-წლიანი სტაჟი და მანამდე, პროფესიულ საქმიანობაში გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ის იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძალიან ძლიერი მომხრე და დამცველი. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ პლურალისტური მედიის განვითარებას საქართველოში, რაც დემოკრატიის განვითრების ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია.

კითხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციასა და რამდენიმე დღის წინ 70 წლის ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჩვენ კვლავ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომელიც თანდათან უფრო უარესდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახსოვს და ვგმობთ ტრაგიკულ შემთხვევებს, როგორიცაა ბაშარულის, ტატუნაშვილის, ოთხოზიარიასა და კვარაცხელიას გარდაცვალება, და ჩვენ ამ ტრაგიკულ სიას ახლა შეგვიძლია, დავუმატოთ იმ ქალბატონის გარდაცვალების საკითხი, რომელმაც ვერ მიიღო დროული სამედიცინო დახმარება, რადგან არ მისცეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლება. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმს, გახსნას საზღვარი და მისცეს ხალხს საზღვრის გადაკვეთის უფლება, და არა მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის, არამედ ეკონომიკური კეთლიდღეობისა და ურთიერთობების აღსადგენად, ეს უკანასკნელი კი ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის.

კითხვა საქართველოში წინა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: 2020 წლის არჩევნებში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის პროცესში აისახოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის რეკომენდაციები, რომელთაც ამერიკა და ევროკავშირი ერთხმად ეთანხმებიან. მსურს აღვნიშნო, რომ ეს რეკომენდაციები ზუსტად იმ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირებლებმა 2018 და 2017 წლების არჩევნებში გამოავლინეს. მინდა ყურადღება გავამახვილო ბოლო პერიოდში გამოცხადებულ USAID-ის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის ხელშეწყობას. იმედი გვაქვს, რომ უკეთეს საარჩევნო გარემოს ვიხილავთ. გვიხარია, რომ ამ პროგრამის გამოცხადების ღონისძიებაში პარლამენტის თავმჯდომარეც მონაწილეობდა.

კითხვა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და მისი პოტენციალის გამოვლენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის რეგიონში ქვეყნის ლოგისტიკურ და სავაჭრო ცენტრად გადაქცევას შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობამ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა აღნიშნული პროექტთან დაკავშირებით. დიახ, კონსორციუმის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ პროექტს ტოვებენ, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა კომპანიებთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რათა ეს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით განხორციელდეს.