ელჩის მოვალეობის შემრულებელი „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე (1 ნოემბერი)

CDA Rood (left) attends Transparency International Georgia's conference. Photo: State Dept

ელჩის მოვალეობის შემრულებელი „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე (1 ნოემბერი)

გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთო ღირებულება და საფუძველი ინდივიდუალური თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოების შენარჩუნებისთვის. პირველ ნოემბერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ისაუბრა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ კონფერენციაზე სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს სიძულვილის ენასთან ბრძოლას გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის გარეშე. USAID-ის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას კანონის უზენაესობის განმტკიცებაში, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების დაცვაში.

 

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან სიძულვილის ენის დისკუსიის ფარგლებში

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს. ეს თავის თავში მოიცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატავის კონსტიტუციური უფლების დაცვის მხარდაჭერას, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ყველა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. სიძულვილის ენა არის თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების დიდი გამოწვევა, რადგან ის საერთო პროებლემების წინაშე მოქალაქეების გაერთიანების ნაცვლად, მათ დაპირისპირებას უწყობს ხელს. საქართველოში სიძულვილის ენის პრობლემა ვნახეთ შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შესაბამისად გაჩნდა მისი მოგვარების სურვილიც. USAID-ის მხარდაჭერით, დღეს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სემინარი, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების გაერთიანებას, რათა განვიხილოთ სიძულვილის ენის პრობლემასთან გამკლავების იმგვარი გზები, რომ არ მოხდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

კითხვა წმინდა სინოდის მხრიდან გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები ჯეროვნად აფასებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მე ვერ გავაკეთებ კომენტარს კონკრეტულ განცხადებასა და საეკლესიო პირზე. ასევე, ვერ გავაკეთებ კომენტარს სამართლებრივი სისტემის ამ კონკრეტულ შემთხვევაზე.

კითხვა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში რუსეთის გავლენების გაზრდასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს უწევს გაუმკლავდეს არა მხოლოდ რუსეთის მავნებლურ გავლენას, არამედ რუსეთის აგრესიასა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. თუმცა, ისევ გავიმეორებ, ვერ გავაკეთებ კომენტარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შიდა საკითხებზე.

კითხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან არსებული გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით. მარგო მარტიაშვილის სამწუხარო გარდაცვალება არის ერთ-ერთი ტრაგედია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიების ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მოხდა. ჩვენ მის სახელს ვამატებთ ოთხოზორიას, ტატუნაშვილის, კვარაცხელიასა და ბაშარულის სიას, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ მტკიცედ მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს გახსნან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადამკვეთი პუნქტი და არ შეზღუდონ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციები, რათა მათ შეძლონ დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა.