ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარი მედიასთან მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების მესამე რაუნდის შემდეგ (15 დეკემბერი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარი მედიასთან მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეხვედრების მესამე რაუნდის შემდეგ (15 დეკემბერი)

დიალოგის მესამე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში და ვიტყოდი ყველა თანხმდება, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს საარჩევნო სისტემის შეცვლა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო, ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების ცვლილებაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების მოდელის მიხედვით. დღეს ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამ საკითხზე შეთანხმებას, მაგრამ დავტოვეთ იმის შესაძლებლობა, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები ამ და სხვა საკითხებზე დამდეგ დღესასწაულებამდე.