აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი შეხვდა ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ მონაწილეებს (18 ოქტომბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ელიზაბეთ რუდი  შეხვდა ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ მონაწილეებს (18 ოქტომბერი)

 

18 ოქტომბერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა „ქალები მეცნიერებაში“ STEAM ბანაკის მონაწილეებს, მიულოცა და გაამხნევა ისინი იმისთვის, რომ მისდიონ საკუთარ ოცნებებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა & დიზაინის, აგრეთვე მათემატიკის (STEAM) სფეროებში უმაღლეს განათლების პერიოდსა და კარიერულ განვითარებაში.

გოგონათა STEAM ბანაკი „ქალები მეცნიერებაში“ მთელ მსოლიოში სკოლის მოსწავლე გოგონებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ჩაერთონ STEAM საგნებში საკუთარ თანატოლებთან ერთად და ჩამოიყალიბონ ლიდერის უნარები უნიკალურ კულტურათაშორის გარემოში. პროექტი სრულად ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

„ქალები მეცნიერებაში“ ბანაკების შემდეგ, წარმატებული ახალგაზრდა ქალები შეუერთდნენ 5,000-ზე მეტ აშშ-ის სახელმწიფო გაცვლითი პროგრამების ქართველ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ქვეყანაში პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ.