აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოჩენილ ქართველ ხელოვანს მურაზ მურვანიძეს ესტუმრა (13 იანვარი)

CDA Elizabeth Rood visits distinguished Georgian artist Muraz Murvanidze. Photo: State Dept

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოჩენილ ქართველ ხელოვანს მურაზ მურვანიძეს ესტუმრა (13 იანვარი)


აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გამოჩენილ ქართველ ხელოვანსა და სცენოგრაფს, მურაზ მურვანიძეს საკუთარ სახლში, ძველ თბილისში ესტუმრა. ბატონმა მურვანიძემ ელიზაბეთ რუდს დაათვალიერებინა მსოფლიოში აღიარებული, საკუთარი ნამუშევრების ვრცელი კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, ნახატები, ქანდაკებები და სუვენირები. ბატონ მურვანიძეს შექმნილი აქვს უამრავი ხატოვანი დიზაინი მსოფლიოს წამყვანი ხელოვნების დაწესებულებებისათვის, დაწყებული ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრიდან დამთავრებული იტალიის ლა სკალათი. მისი ნამუშევრები აღიარებულია აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და სხვების მიერ. მას უთანამშრომლია ისეთ გამოჩენილ პიროვნებებთან, როგორიცაა სალვადორ დალი, მიხეილ ბარიშნიკოვი, პლასიდო დომინგო, გრეგორი პეკი და თეატრის, ცეკვის, ფილმისა და სახვითი ხელოვნების სამყაროს სხვა წამყვანი ვარსკვლევებთან. შეხვედრის ბოლოს ბატონმა მურვანიძემ ელიზაბეთ რუდს უსახსოვრა ხელოვნების წიგნი, რომელშიც ასახულია მისი გამორჩეული ნამუშევრები.