ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიისთვის ხელისუფელბასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ (30 ნოემბერი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიისთვის ხელისუფელბასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის შემდეგ (30 ნოემბერი)

 

შეკითხვა ჩატარებული დიალგოის დეტალებზე, მმართველი პარტიის შეხედულებაზე გერმანული მოდელის შესახებ

ელიზაბეთ რუდი: ამ დილით, შეხვედრის დაწყებამდე აღვნიშნე, რომ იმედი გვქონდა დაიწყებოდა დისკუსია ნდობის აღდგენისა და საქართველოს წინაშე დღეს არსებული პრობლემების გადასაჭრელად. სიამოვნებით ვამბობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა [ვიტყვი, რომ] ბევრი მოსაზრება და წინსვლისთვის საჭირო სხვადასხვა გზა განვიხილეთ. რაც მთავარია, შევთანხმდით გაგრძელდეს საუბარი, ოპოზიცია და მმართველი პარტია თანხმდებიან, რომ საჭიროა დისკუსიის გაგრძელება. ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ დავეხმაროთ ამ პროცესს.