ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შეხვედრის წინ (8 დეკემბერი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შეხვედრის წინ (8 დეკემბერი)

გასულ კვირას შედგა შეხვედრა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. შეხვედრა მიზნად ისახავდა დიალოგის დაწყებას ნდობის აღსადგენად და საუკეთესო გზის გამოსაძებნად, რათა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გახდეს ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ საღამოს, შეხვედრის დაწყების წინ, მოველი, რომ გაგრძელდება მსჯელობა და ყურადღება გამახვილდება იმაზე, რაც ყველაზე მეტად დაეხმარება საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას. ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ასრულებს მხარდამჭერის როლს. ვიმედოვნებ, ეს შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს.