ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ამბასადორიალზე (17 დეკემბერი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ამბასადორიალზე (17 დეკემბერი)

 

შეკითხვა კონგრესმენების, კინზინგერისა და კონოლის წერილთან დაკავშირებით

ჩვენ ვნახეთ კონგრესმენების, კინზინგერისა და კონოლის წერილი და, რადგან ეს წერილი გამოხატავს კონგრესის წევრების მოსაზრებას, გირჩევდით, მათ ოფისს მიმართოთ.

შეკითხვა სასამართლო რეფორმაზე

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის ქვაკუთხედია. სწორედ ამიტომ აშშ-მა წლების განმავლობაში ოცდაათ მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობასთან პარტნიორობით კვალიფიციური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი: მოსამართლეთა მეტი პროფესიონალიზმი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნა, საქმეთა მართვის უკეთესი სისტემა – ის საკითხები, რამაც გააუმჯობესა
რიგითი მოქალაქეების სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება. ასევე,მსურს, აღვნიშნო, რომ გასულ კვირას პარლამენტის მიერ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ მას მივესალმებით. რა თქმა უნდა, პროგრესი უნდა გაგრძელდეს ვიდრე არ ჩამოყალიბდება სრულად განვითარებული სასამართლო სისტემა, რომელსაც ექნება საქართველოს თითოეული მოქალაქის ნდობა.

შეკითხვა მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ – „იყო თუ არა პროცესი სამართლიანი?”

მე ვიტყოდი, რომ პარლამენტმა საკონსულტაციო რეჟიმში შეიმუშავა პროცესი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, მრავალეტაპიანი პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად. მის განხორციელებასა და შედეგებთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული შენიშვნები. ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსთან, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ნდობა შემდგომი დანიშვნების მიმართ.