ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან შავი ზღვის უნივერსიტეტში (2 დეკემბერი)

ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან შავი ზღვის უნივერსიტეტში (2 დეკემბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკული ქალაქებისადმი მიძღვნილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-12 ყოველწლიური კონფერენცია არის მშვენიერი შესაძლებლობაა ამ დარგის ექსპერტებისთვის, საერთაშორისო კონტექსტში განიხილონ ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო, კულტურული, პოლიტიკური და ისტორიული ლანდშაფტის უახლესი კვლევები და მიღწევები. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, როგორც სხვა პროექტებზე, ისე ამ კონფერენციის ფარგლებში, რადგან ეს საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდების მომზადებას, რათა მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საქართველოს სახელისუფლებო, სამოქალაქო და კერძო ბიზნესის სფეროების განვითარებაში. ეს არის იმ ფართო განათლებისა და კულტურული თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც საქართველოში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მიხედვით მიმდინარეობს.

კითხვა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეხვედრასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით შაბათს გამართული შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ პირველი ნაბიჯი ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველი გუნდს შორის ნდობის განვითარებისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეიძლება ჰქონოდა მოლოდინი პირველივე შეხვედრაზე კონსესუსის მიღწევის, თუმცა ამით დაიწყო პოზიტიური გზის მოძებნის პროცესი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდეგი ნაბიჯები აღნიშნული დიალოგის გაგრძელება იქნება. ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელი ერთი მოდელი იქნება შეთანხმებული. ვფიქრობთ, სხვადასხვა ვარიანტების შეფასებისა და განხილვის შედეგები, საბოლოო ჯამში, დადებითი იქნება.