ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პასუხები მედიის შეკითხვებზე აშშ-ის და საქართველოს 27-წლიანი დიპლომატირური ურთიერთობის ღონისძიებაზე (2 მაისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონის პასუხები მედიის შეკითხვებზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს 27- წლიანი დიპლომატირური ურთიერთობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე (2 მაისი)

შეკითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი: ბედნიერი დღეა, რადგანაც ვზეიმობთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების 27 წელს; ჩვენი საელჩოს გახსნას ზუსტად 27 წლის წინ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, ქერი ქავანაუს მიერ. ჩემთვის პატივია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტუმრობა და ამ თარიღის აღნიშვნა ამდენ გამორჩეულ ახალგაზრდასთან ერთად.

შეკითხვა სალომე ზურაბიშვილის შესაძლო ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში:

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი: პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოთქვა დაინტერესება ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. იყო საუბრები ამის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი დაგეგმილა, რამდენადაც მე ვიცი. ცხადია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს ამ ქვეყანასთან და მოუთმენ₾ად ველით მაღალი დონის საუბრებს მის ლიდერებთან, შესაძლებლობების შესაბამისად. რაც შეეხება ამ ამბავს, როგორც ის გაჟღერდა, გულწრფელად რომ გითხრათ ზიანის მომტანია და მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დაშორებაზე. ეს არ იქნება სარგებლის მომტანი. ჩვენ ძლიერი ურთიერთობა გვაქვს, რაზედაც მიუთითებს ჩვენს ლიდერებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები.

მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ ეტაპზე?

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი: მან გამოხატა დაინტერესება ვიზიტთან დაკავშირებით. არაოფიციალური კონტაქტი შედგა საქართველოს საგარეო სამინისტროსთან ამ საკითხზე. თუმცა მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც რაიმე დაგეგმილა.

შეკითხვა საელჩოს განცხადებაზე უზენაესი სასამართლოს კანონთან დაკავშირებით.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი: თქვენ, ცხადია, ნახეთ ჩვენი განცხადება და მას ბევრს ვერაფერს დავამატებ. მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადებაში ჩვენ შევეცადეთ გვეთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს კარგ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ისეთი პირობების შექმნას, რაც მოქალაქეთა ნდობას გააძლიერებს სასამართლო სისტემის მიმართ. მიღებული კანონი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ნორმას გამჭვირვალობასა და სხვა საკითხებთან მიმართებაში და მივიჩნევთ რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, იმიტომ რომ კანონი სრულად არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მისიების რეკომენდაციებს. ამ პროცესის შემდეგი ეტაპი, უკვე როდესაც კანონი შევა ძალაში, იქნება ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საკუთარი ფუნქციები ზედმიწევნით და პარლამენტმა კანდიდატთა დამტკიცების ეტაპზე ძალიან ყურადღებით და საგულდაგულოდ შეისწავლოს კანდიდატები და მათი დამტკიცების მართებულობა ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე.

შეკითხვა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე „ როგორ შევეწინააღმდეგოთ რუსეთს“ , საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებზე და კოლექტიური დახმარების აუცილებლობაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი: არ ვიცი სრული შინაარსი, იმ ნაწილისა რაზედაც თქვენ მიუთითებთ. ზოგადად, იქ მოცემული ტექსტი ასახავს ამერიკის პოლიტიკას 2008 წლის მოვლენებისა და შემდგომ პერიოდში რუსეთის მოქმედებებთან დაკავშირებით, ამ მოქმედებების არაპროპორციულობასთან მიმართებით, და აგრეთვე ჩვენს მოწოდებას საქართველოს მეგობრების მიმართ გადადგან ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობის სრულად მხარდასაჭერად.