ელჩ როს უილსონის სიტყვა კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)

ელჩ როს უილსონის სიტყვა კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ (22 მარტი)

 

დილა მშვიდობისა. ჩემთვის პატივია, რომ აქ ვიმყოფები და წარმოვადგენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ კონფერენციაზე, რომელიც პერიოდულ ხასიათს ატარებს.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით. აქ წარმოდგენილ ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ ვინც პარლამენტთან ერთად, წარმოადგენთ ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ხერხემალს. ასევე მსურს, მივესალმო ჩემს მეგობრებს, პარლამენტის სპიკერ კობახიძეს,იუსტიციის მინისტრ წულუკიანს,ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, აგრეთვე ელჩ ჰარცელსა და ელჩ არენს.

დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში ამერიკის პოლიტიკის უმთავრესი ნაწილია, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაახლოებით სამი ათწლეულის მანძილზე. და არჩევნების შემდგომ ეს პერიოდული შეკრებები მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე სამუშაოდ. არჩევნებზე და დემოკრატიის საკითხებზე საუბრისას , ხშირად მომყავს ხოლმე ორი ციტატა. ერთ-ერთი ვინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამია: დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუმცა არ არსებობს სხვა მასზე უკეთესი.

პარლამენტარებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან რა იგულისხმა ჩერჩილმა დემოკრატიის ცუდ ნაწილში . დემოკრატია მოიცავს პაექრობასა და კამათს, იმედგაცრუებას, ხშირად არ მოაქვს ის შედეგები, რისი მოლოდინიც არსებობს, და როგორც წესი ეს ყველაფერი ხდება კომპრომისის გზით თავისი თანმდევი პრობლემებით. დემოკრატია ეფუძნება საერთო რწმენას, რომ მიუხედავად პოლიტიკური საქმიანობის ანგარებისა, არაგულწრფელობისა და გავრცელებული შეხედულებებისა, თითოეული ადამიანი უპირატესობას ანიჭებს თავისუფალი და კომპეტენტური ინსტიტუტების შენარჩუნებას, ღია დებატებს, და იმ შედეგების აღიარებას თუ არა , პატივისცემას მაინც , რასაც ეს ინსტიტუტები გვთავაზობენ და რა შედეგებიც მიღებულია სათანადო მსჯელობისა და, რა თქმა უნდა საარჩევნო ყუთების საშუალებით. დემოკრატიის ეს კულტურა უმნიშვნელოვანესია; იქაც კი სადაც ეს კულტურა ძლიერია, პრობლემები არსებობს და ეს შეინიშნება დასავლეთშიც. მეტია გასაკეთებელი დემოკრატიული კულტურის განვითარებისთვის კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მეშვეობით, და განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ თითოეულმა მხარემ პატივი სცეს სხვათა უფლებებს , პრეროგატივებს და შესაძლო კეთილგონიერებას.

მეორე გამონათქვამი, რომელიც მომწონს, ეკუთვნის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს მოლოტოვს „ თავისუფალი არჩევნების პრობლემა ისაა, რომ არასოდეს იცი რა შედეგით დასრულდება იგი“ ზოგიერთი თქვენგანი იყრიდით კენჭს არჩევნებში და კარგად იცით ამის შესახებ. მოლოტოვი რა თქმა უნდა გულისხმობდა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას, საბჭოთა კავშირის მოსაზრება რა იყო, ყველამ ვიცით. დემოკრატიული ღირებულებები მოითხოვენ სხვაგვარ მიდგომას.

ქართველი ამომრჩევლები, როგორც მე შევნიშნე არჩევნებზე დაკვირვებისას, ამას თავისდაუნებურად აკეთებენ. 2016 და 2018 წლებში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ სერიოზულად ეკიდებიან ხმის მიცემის უფლებას, როგორ ადარდებთ მათ შედეგი- ორივე , როგორც უშუალო შედეგი აგრეთვე ის თუ როგორ, როგორ მიიღწა ეს შედეგი. ზუსტად ამიტომ ვართ დღეს აქ.
სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ არამხოლოდ (ODIHR) ოდირი ან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები ან პოლიტიკური პარტიიები არიან ისინი ვინ ხედავს და არ მოსწონს, არჩევნებიდან არჩევნებამდე, უკვე ოცი წელია ან მეტი , სახელმწიფოს ხელს საარჩევნო სასწორზე. ეს არ არიან მხოლოდ დამკვირვებლები, ვისაც ამომრჩეველთა დაშინება არ მოსწონთ, არჩევნებიდან არჩევნებამდე უკვე ოცი წელია ან მეტი , და რაშიც მთავარ პარტიებს უტყუარად ადანაშაულებენ. ეს მხოლოდ დამკვირვებლები არ არიან ვისაც არ მოსწონთ გაბოროტებული დემონიზაცია და შეურაცჰყოფა და ვისაც უნდა ისეთი წარმომადგენელი ხელისუფლებაში, ვინც ამ საკითხებს გადაჭრის.

ეს გახლავთ ის პრობლემები რაც ქართველ ხალხს აწუხებს. ეს აისახა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვებში, რომლის თანახმადაც ხალხის ნდობა არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მცირდება. თუკი ამ ყველაფერს პასუხი არ გაეცემა, ამას უაღრესად მავნე გავლენა ექნება დემოკრატიაზე. საჭიროა ძალისხმევა ამ ტენდენციის შემოსაბრუნებლად. და იმედი მაქვს დღევანდელი მსჯელობა წაადგება არსებულ ფონს.

გამოწვევა მდგომარეობს ერთმანეთთან გულწრფელობაში, იმაში რომ დავინახოთ რა მუშაობს, ძალიან ბევრი რამ კარგად მუშაობს ამ ქვეყნის საარჩევნო და დემოკრატიულ სისტემაში, მაგრამ ასევე უნდა დავინახოთ რეალური პრობლემები, კრიტიკულად შევაფასოთ სიტუაცია, და მხოლოდ ვიწრო კონტექსტში არ შევხედოთ იმას შეესაბამებოდა თუ არა კანონს საარჩევნო მოვლენები და პროცესები, არამედ შევაფასოთ, ის რაც მოხდა აძლიერებს თუ ასუსტებს საზოგადოების ნდობას არჩევნებისა და ქართული დემოკრატიის მიმართ. თქვენ ბევრი ანგარიში და რეკომენდაცია გაქვთ. ხუთი ძირითადი მიმართულება რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პირველი,საქართველომ უდა გააუმჯობესოს საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონმდებლობა და რეგულაციები, რათა რესურსები თანაბრად გადანაწილდეს და გაიზარდოს გამჭვირვალობა და კონტროლი მეორე, ქვეყანამ უნდა დახვეწოს რეგულაციები , პრაქტიკა და ეთიკა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას“ არჩევნების მიმდინარეობისას. რა არის მისაღები და მიუღებელი ქცევა მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი, უნდა გაძლიერდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა დაცვა, განსაკუთრებით მასწავლებლების. ყველამ იცის რატომაც.
მესამე, აუცილებელია, საარჩევნო კომისიების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, რაზედაც არჩევნების ბედია დამოკიდებული, უნდა გამოინახოს გზა, რათა მოხდეს პოლიტიკური წარმომადგენლობის უკეთესი ბალანსი ყველა დონის კომისიებში და მოხდეს იმ პირთა გამორიცხვა როდესაც სახეზეა ან შესაძლოა ინტერესთა კონფლიქტი მეოთხე, უნდა გადაიჭრას ამომრჩეველთა დაშინების პრობლემა. აუცილებელია ეფექტური ზომები, რათა აიკრძალოს ამომრჩევლეთა „კოორდინატორები“ და დამშინებლები რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ იკრიბებიან, უნდა მოხდეს ყალბი „დამკვირვებლებისგან“ გათავისუფლება და საჭიროა ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით თუ რა არის მისაღები და რა არა. ისე რომ მათ შეძლონ საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება, როდესაც ამის საჭიროება დგება
მეხუთე, უნდა გამარტივდეს დავების განხილვის პროცესი , ისე რომ მომჩივანს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მის საჩივარს სამართლიანად და მიუკერძოებლად განიხილავენ.

სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია- ის მოქალაქეთა თავისუფლების გამოხატვაა გაერთიანდნენ ჯგუფებში და კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი მთავრობა, საზოგადოებრივი საკითხები და მათთვის საინტერესო პრობლემები. აქ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად საქართველოში არსებული ორგანიზაციები წარმოადგენენ ტოტალიტარული მმართველობნის ანტითეზისს, რისი გავლენის ქვეშაც ეს ქვეყანა იმყოფებოდა 70 წლის მანძილზე. გუშინ სწორედ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გახლდით.
ამ დემოკრატიული ინსტიტუტის და სამოქალაქო საზოგადოების დაცვაც იქნება საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და მისი არჩევნების წარმატების საზომი. ამ მიმართულებით სამოქალაქო ორგანიზაციებს აქვთ საპასუხისმგებლო როლი, იყვნენ მიუკერძოებლები, პატივი სცენ სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელი შეუწყონ ქვეყნის სვლას კონსტრუქციული კომპრომისისკენ. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ინკლუზიური სამუშაო ჯგუფის იდეას, რომელშიც შევა პარლამენტი, შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტები, და სამოქალაქო საზოგადოება რათა გაგრძელდეს კონკრეტულ ნაბიჯებზე მუშაობა ამ კონფერენციის შემდგომ.

დრო არ იცდის. საუკეთესო პრაქტიკა გვთავაზობს, რომ საარჩევნი სისტემის საკანონმდებლო ცვლილებები ერთი წლით ადრე მაინც უნდა განხორციელდეს არჩევნებამდე. საქართველოს დახლობით შვიდი თვე აქვს ამ ერთ წლიან ვადამდე. 2019 წელი უნდა იქცეს საარჩევნო რეფორმის წლად. და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს დღესვე უნდა დაიწყოს. თავის მხრივ აშშ გაარძელებს დემოკრატიის მტკიცე მხარდაჭრას. საქართველოს წარმატება მისი არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წარმატება იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობებისთვის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი წარმატების, უსაფრთხოებისა და მისი მომავლისთვის.

გმადლობთ