Flag

An official website of the United States government

CDC-მა საქართველოში ჯანმრთელობის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დიალოგი გამართა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
სექტემბერი 28, 2023

CDC-მა საქართველოში ჯანმრთელობის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დიალოგი გამართა

28 სექტემბერს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტრომ მოიწვია ჯანმრთელობის უსაფრთხოების პოლიტიკის დიალოგისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც  ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას, რომელსაც უძღვებოდა მინისტრის მოადგილე – თამარ გაბუნია, ესწრებოდნენ  წარმომადგენლები თავდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებიდან, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და პრემიერმინისტრის ადმინისტრაციიდან. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის (NAPHS) შესამუშავებლად სამომავლო აუცილებელ  გეგმებზე შეთახმება ისევე, როგორც მათი ჯანმრთელობის საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების (2005) შესაბამისობასთან მოყვანა.
აღნიშნული დიალოგი შეეხო სხვადასხვა სექტორსა და მნიშნევლოვან დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას, ცოდნის გაზიარებასა და ქმედითუნარიანობის გაძლიერებას, რაც გააადვილებს ჯანმრთელობის არსებულ პრობლემებთან გამკლავებას, გააძლიერებს ჯანდაცვის სისტემას და, ზოგადად, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის პრობლემებისათვის მზადყოფნას და უზრუნველყოფს მძიმე შემთხვევებისთვის აუცილებელ მდგრადობას საქართველოში.
შეერთებული შტატების მთავრობის ახლად დანიშნული ინტენსიური მხარდაჭერის პარტნიორმა (ISP) ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის NAPHS-ის განსავითარებლად წამოიწყო რეფორმა, რომელიც ბევრად ეფექტიანი და ქმედითი პარტნიორობის საშუალებას იძლევა; ასევე, გვთავაზობს საჭირო ინფორმაციასა და ინსტრუმენტებს მდგრადი ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ჯანმრთელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.