Flag

An official website of the United States government

CDC-ის აღმ. ევროპისა და სამხ. კავკასიის ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამაში მე-2 კოჰორტა მიიღბს მონაწილეობას
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 2, 2023

CDC-ის აღმ. ევროპისა და სამხ. კავკასიის ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამაში მე-2 კოჰორტა მიიღბს მონაწილეობას

2 ოქტომბერს საქართველოში, სამხრეთ კავკასიის შუალედურ საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამამ (EESC FETP-I) მეოთხე ტრენინგ სემინარი დაიწყო. სემინარის განმავლობაში მონაწილეებმა ანტიმიკრობული რეზისტენტობის მზარდი პრობლემის შესწავლაზე იმუშავეს. მათ გააანალიზეს მონაცემები და შექმნეს პრეზენტაციები, როგორც თავიანთ მენტორებთან, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და პარტნიორი ორგანიზაციების მრჩევლებთან, მათ შორის CDC საქართველოს ოფისის დირექტორთან, პროფესორ თუშარ სინგჰთან. შეირჩა 25 მონაწილე, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები და ვეტერინარები, და 13 მენტორი ხუთი ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან.

შუალედური საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამა არის 10-თვიანი პროგრამა, რომელიც ამზადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს, რათა გამოიკვლიონ დაავადების გავრცელება, განავითარონ დაავადებათა ზედამხედველობის სისტემები, ჩაატარონ ეპიდემიოლოგიური კვლევები და საზოგადოებას მიაწოდონ ჯანმრთელობის სფეროში არსებული უახლესი აღმოჩენები. აღსანიშნავია, რომ FETP-ის უკვე 10 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. საველე ეპიდემიოლოგიის სასწავლო პროგრამა (FETP) 2021 წელს CDC აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის დაიწყო და ის დღესაც გრძელდება.