USS Ross-ის მეთაურის დევიდ კოულსის კომენტარი მედიასთან ხომალდის დახვედრის ცერემონიალზე ( 21 აპრილი)

USS Ross-ის მეთაურის დევიდ კოულსის კომენტარი მედიასთან ხომალდის დახვედრის ცერემონიალზე ( 21 აპრილი)

 

კითხვა ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით

USS Ross-ის მეთაური, დევიდ კოულსი: მოგესალმებით, მე ვარ დევიდ კოულსი, სამხედრო ხომალდი Ross-ის კაპიტანი. ჩემი ეკიპაჟის სახელით მადლობას ვუხდი აჭარის რეგიონს და ქალაქ ბათუმს ამ არაჩვეულებრივი დახვედრისთვის. ამერიკის საზღვაო სამსახურში 20 წელია ვმსახურობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული დახვედრა რაც ოდესმე მინახავს. გემის და ჩვენი აქ ყოფნის შესახებ რომ გითხრათ, ეს არის შავი ზღვის რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენ შავ ზღვაში და კერძოდ, აღმოსავლეთ შავ ზღვაში რეგულარულად ვახორციელებთ ვიზიტებს, რათა გავაუმჯობესოთ სამხედრო თავსებადობა და თანამშრომლობა ქართულ სასაზღვრო დაცვასთან. თუმცა, ეს ვიზიტი მხოლოდ საქმიან შეხვედრებს არ მოიცავს, ჩვენ აქ ადგილობრივ ღონისძიებებშიც ჩავერთვებით. მაგალითად, სასაზღვრო აკადემიასთან ვითამაშებთ კალათბურთს. სხვათაშორის, მე კალიფორნიის შტატიდან ვარ და ჩვენთან ძალიან ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია Golden State Warriors-ში თამაშობდა. იმედია, ჩვენი კალათბურთის მატჩში მისი ნათესავები არ იქნებიან მოწინააღმდეგე გუნდში, თორემ მწარედ დავმარცხდებით. ჩვენ, ასევე, ვითამაშებთ ფეხბურთს, სადაც ეჭვი მაქვს, რომ ”გაგვანადგურებენ”, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხომალდი გამანადგურებელია. მე და ჩემი ეკიპაჟი მოუთმენლად ველით ქართველ ხალხთან შეხვედრას და ამ ულამაზესი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის გაცნობას.