ამერიკის სავაჭრო მისიას საქართველოში ამერიკული კომპანიები ჩამოჰყავს (18 ოქტომბერი)

ამერიკის სავაჭრო მისიას საქართველოში ამერიკული კომპანიები ჩამოჰყავს (18 ოქტომბერი)

 

თბილისი, 18 ოქტომბერი, 2017 – აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტისა და ამერიკულ-ქართული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით საქართველოში ამერიკის სავაჭრო მისია გაიმართება. მისიის ფარგლებში 12 ამერიკული კომპანია  საქართველოში საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

სამშენებლო, ლოგისტიკის, საკომუნიკაციო და ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე კომპანიები 100-ზე მეტ ბიზნეს შეხვედრას გამართავენ საქართველოში ვაჭრობის გაძლიერების, სამომავლო ინვესტირებისა და ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. ამერიკის სავაჭრო მისიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკის მინისტრ, გიორგი გახარიასთან. ამერიკის სავაჭრო მისია საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს წარმოაჩინოს მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, საქართველოს ბიზნეს გარემოს მაღალი რეიტინგი და საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ახალ აბრეშუმის გზაზე.

ამერიკის სავაჭრო მისიაში მონაწილე კომპანიები არიან: Acrow Bridge, Baron Weather, Bechtel, Budget, Coca-Cola, Lockheed Martin, Miyamoto International, MWH, Nova Power, Obie Technologies, The Greenbrier, and VISA.

მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაგვიკავშირდით tbilisipress@state.gov ან (995 32) 227-70-00.