აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან USS Porter-ის დახვედრის ღონისძიებაზე (24 ოქტომბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან USS Porter-ის დახვედრის ღონისძიებაზე (24 ოქტომბერი)

 

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჩემთვის დიდი პატივია, დავხვდე USS Porter-ის ეკიპაჟის წევრებს ბათუმში. ჩვენ მოუთმენლად ველით შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას. USS Porter-ის ვიზიტი არის ამერიკული სამხედრო გემის მეორე ვიზიტი საქართველოში. აღნიშნული ვიზიტები ცხადყოფს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის უსაფრთხოების და სტაბილურობის საქმეში. მსურს, მადლობა გადავუხადო ბათუმისა და ზოგადად აჭარის მოსახლეობას სტუმართმოყვარეობისთვის, ასევე, თავდაცვის ძალებს გლობალურ მშვიდობსსა და უსაფრთხოებაში შეტანილი წვილილისთვის.

შეკითხვა საქართველოს მთავრობის წევრების (პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის) ღონისძიებაზე მოწვევასთან დაკავშირებით, რადგან უპრეცედენტოა, რომ ისინი არ ესწრებიან ღონისძიებას

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მოხარული ვარ USS Porter-ის მიმართ საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარელი და ბათუმელი ხალხის მხრიდან გამოხატული უზარმაზარი მხარდაჭერის. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ. აღნიშნულ ღონისძიებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამით.

შეკითხვა რუსი ჰაკერის შესახებ, რომელიც დააკავეს საქართველოში და ექსტრადირებული იქნა რუსეთში მანამ, სანამ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას ამ საკითხზე

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: მე უბრალოდ იმის აღნიშვნა შემიძლია, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხები საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამიტომ, მე ვერ შევძლებ ამაზე კომენტარის გაკეთებას.

შეკითხვა კიდევ ერთხელ იმასთან დაკავშირებით, რატომ არ არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ღონისძიებაზე და იყვნენ თუ არა ისინი დაპატიჟებულნი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით ღონისძიებაში. ხვალ გვექნება შესანიშნავი წვრთნები; ვართ ძალიან კმაყოფილი ამ ვიზიტით.