ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა (2 აპრილი)

Chargé d'Affaires Elizabeth Rood’s at International Black Sea University. Photo: State Dept

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ესაუბრა ჟურნალისტებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრის წინ (2 აპრილი)

 

ელიზაბეთ რუდი: დღეს სტუმრად ვიმყოფეფი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი 1995 წლიდან ახორციელებს მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამებს ქართველი სტუდენტებისათვის. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში და ჩვენ მათთან თანამშრომლობით ძალიან ვამაყობთ.

შეკითხვა საქართველოს მთავრობის მიერ რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ

ელიზაბეთ რუდი: ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას შეუერთდეს იმ ქვეყნებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ბრიტანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო დანიშნულების ქიმიური ნივთიერებით ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე თავდასხმისათვის. ჩვენ აღნიშნული ქმედება მართებულად მიგვაჩნია.