ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობის დათვალირებისას (16 აპრილი)

Chargé d’Affaires Elizabeth Rood’s comment to media during the tour to the Anaklia. Photo: State Dept

ელჩის მოვალეობის შემსრულებლისელიზაბეთ რუდის კომენტარი ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობის დათვალირებისას (16 აპრილი)

 

შეკითხვა Freedom House-ის ანგარიშის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ დოკუმენტად აღიქმება

ელიზაბეთ რუდი: Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ანგარიში მათივე კრიტერიუმების მიხედვით არის შედგენილი. ანგარიშის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა განვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წელია იღწვის საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. საქართველომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საგრძნობი პროგრესი განიცადა. ჩვენ განვაგრძობთ თამაშრომლობას ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, პრესის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის განსამტკიცებლად.

შეკთხვა: როგორ უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ Freedom House-ის ანგარიშის მიერ წარმოდგენილი ფაქტები?

ელიზაბეტ რუდი: როგორც განვაცხადე, ანგარიშის შესახებ კომენტარს არ გავაკეთებ, ვინაიდან იგი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ მისივე კრიტერიუმების შესაბამისად მომზადდა.