აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით (18 აპრილი)


შეკითხვა 
საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისათვის ინიცირებული პროექტის შესახებ 

ელიზაბეთ რუდი: ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევასტერიტორიული მთლიანობის განსამტკიცებლად. გვჯერა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის შექმნილი საქართველოს მთავრობის ინიციატივა ვაჭრობის გამარტივებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდასაჭერად წინ გადადგმული ნაბიჯია. მივესალმებით შემოთავაზებულ ინიციატივებს, რომლებიც ქმნიან ნიადაგს მშვიდობიანი პროცესებისათვის.