ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ელიზაბეთ რუდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეწვია (30 მარტი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ესსეს კონკურის დაჯილდოვების ცერემონიალზე (30 მარტი)

შეკითხვა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ესსეების კონკურის გამარჯვებულების შესახებ:

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: დღევანდელი ღონისძიება არის ნაწილი იმ  საინტერესო პროექტისა, რომელსაც ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი  საელჩოს გრანტით და რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით სწავლობენ სამოქალაქო განათლებას. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა  მიიღეს ინფორმაცია  ისეთი საკითხების ირგვლივ როგორიცაა დემოკრატია, არჩევნები და თავისუფალი ეკონომიკური სისტემისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთე. ვფიქრობ ძალიან სასიამოვნო პროგრამა იყო; დღეს ჩვენ გადავეცით სერთიფიკატები და პრიზები ესსეების კონკურსის გამარჯვებულებს, 12 მოსწავლემ გაიმარჯვა ამ კონკურსში 12 მასწავლებელთან ერთად.

შეკითხვა რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევების შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: ჩვენ ვხედავთ რომ ,რუსეთის ქმედებებს, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისაკენ, მოჰყვება შესაბამისი პასუხი. საქართველო შეუერთდა იმ მრავალ ქვეყანას, რომელიც აკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას ბრიტანელი მოქალაქისა და მისი ქალიშვილის მიმართ  სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების ფაქტზე, ბრიტანეთის ტერიტორიაზე. ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, იგი თანხვედრაშია ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებთან , და აგრეთვ,ე 28 ქვეყნისა და ამერიკის შეერთბული შტატების გადაწვეტილებასთან 150 რუსი  დაზვერვის ოფიცრის გაძევების შესახებ, რაც გახლავთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების რუსეთის ქმედებებზე  რეაგირების  ერთიანობისა და სიმტკიცის ძლიერი  ნიშანი

შეკითხვა რუსეთის შესაძლო რეაქციაზე გაძევებასთან დაკავშირებით

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი აზრით, რუსეთის საპასუხო ქმედებას არ აქვს გამართლება, იმიტომ რომ  ჩვენი ეს მოქმედება მოტივირებულია მხოლოდ იმით,  რომ  ბრიტანეთში  ბრიტანეთის მოქალაქეზე  და მისი ქალიშვილზე განხორციელდა  თავდასხმა  ქიმიური ნივთირების გამოყენებით, ბრიტანეთის მიწაზე.