ელიზაბეთ რუდის განცხადება მედიასთან საქართველოს ევროპული გზის კონფერენციაზე (14 ივნისი)

ელიზაბეთ რუდის განცხადება მედიასთან საქართველოს ევროპული გზის კონფერენციაზე (14 ივნისი)

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამ კონფერენციის სახელწოდებაა ”საქართველოს ევროპული გზა” და ამერიკის შეერთებული შტატები აქ არის, რადგან ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კურსი არის უცვლელი და ბევრს ვაკეთებთ პარტნიორობის ფარგლებში, რათა გვერდით დავუდგეთ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია სამთავრობო ცვლილებები, UNICEF-ის კვლევის შედეგებმა, თუ ბოლო პერიოდში გამართულმა აქციებმა

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ამერიკა – საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის და მისი მთავრობის მმართველობის დროს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პრემიერ კვირიკაშვილთან თანამშრომლობის დროს გაწეულ დიდ საქმეს. ახლა ველით ახალი მთავრობის ფორმირებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ ახალი მთავრობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი პოლოტიკის მიმდევარი იქნება და მოუთმენლად ველით ახალ ხელმძღვანელობასთან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას. არ შემიძლია გავაკეთო კომენტარი, თუ რატომ მიიღო პრემიერ მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ მის არჩევანს და იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებებში სამთავრობო ცვლილებები დროდადრო ხდება. მნიშვნელოვანია, რომ იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს რეფორმების გატარება, რომლებიც აუცილებელია საქარყველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რათა გაიზარდოს ეკონომიკა, და ჩვენ ველით ახალ მთავრობასთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას.

კითხვა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი ფორმალურ მმართველობას უნდა დაუბრუნდეს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: როგორც დიპლომატი, ვერ გავაკეთებ განცხადებას, თუ ვინ იქნება შემდეგი პრემიერ მინისტრი.