ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე (3 ივლისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მიღებაზე.

 

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღევანდელი საღამოს აღნიშვნა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავი. განსაკუთრებული პატივი და სიამოვნებაა ამ დღის აღნიშვნა ამერიკის მეგობრებთან და სტუმრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძესთან ერთად. დღესვე ვზეიმობთ აპოლო 11-ის მისიის 50 წლისთავს. ამ მისიამ ადამიანი მთვარეზე დასვა. ეს წლისთავი შეგვახსენებს იმ საოცრებებს, რისი მიღწევაც ერებს შეუძლიათ, როდესაც ისინი არიან თავისუფალი და დემოკრატიული და როდესაც ისინი მუშაობენ ერთად. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ერთობლივი გამოწვევების წინაშე. 

კითხვა მიმდინარე საპროტესტო აქციასა და გამოძიებასთან დაკავშირებით.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: მარტივად ვიტყვი, როგორც უკვე განვაცხადეთ, რომ 20 ივნისის მოვლენები მოითხოვს საფუძვლიან და დაბალანსებულ გამოძიებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას. 

კითხვა რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. 

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი: საქართველო არის ძლიერი, უდრეკი ქვეყანა. მას მხარს უჭერს შეერთებული შტატები და მრავალი პარტნიორი ქვეყანა. საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ახლა დგას. ამერიკის საელჩოში ყველა ძალიან ბედნიერი და ამაყი ვართ იმით, რომ ზაფხულს აქ, საქართველოში გავატარებთ. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ჩამოვიდნენ და გაატარონ ზაფხული საქართველოში!