ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან დედამიწის დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე (22 აპრილი)

Chargé d’Affaires Elizabeth Rood’s Remarks to Media at the U.S. Embassy Earth Day Event. Photo: State Dept

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კომენტარი მედიასთან დედამიწის დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე (22 აპრილი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

ელიზაბეთ რუდი: დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დედამიწის დღეს. ამ დღეს ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და მე აქ ვარ, თბილისის მერთან ერთად, რათა აღვნიშნოთ დედამიწის დღე. ჩვენ ვიცით, რომ თბილისისათვის ყველაზე სერიოზული პრობლემა გარემოში არის ჰაერის დაბინძურება და ჰაერის დაბინძურებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს მანქანის გამონაბოლქვს. ჰაერის დაბინძურება არის ძალიან დიდი პრობლემა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. დაბინძურებული ჰაერი იწვევს დაავადებებს, განსაკუთრებით მოხუცებსა და ბავშვებში, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, მერიამ და მოქალაქეებმა ერთობლივი ძალებით მოაგვარონ ეს პრობლემა. დღეს ჩემი კერძო მანქანა გაივლის გამონაბოლქვის შემოწმებას და ვნახოთ რა იქნება შედეგი. თუ იქნება ტექნიკური პრობლემა, მისი გაკეთება იქნება ჩემი კერძო პასუხისმგებლობა.

კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებებათა მდგომარეობის ანგარიშის შესახებ

ელიზაბეთ რუდი: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მთელს მსოფლიოში. ბოლო დროს გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოში სიტუაციას ზოგადად დადებითად აფასებს, თუმცა მასში პრობლემებზეც არის საუბარი. მათ შორის ერთ-ერთია საქართველოში მედია პლურალიზმის საკითხი. კერძოდ, სამი მედია ორგანიზაციის კონსოლიდაცია და საზოგადოებრივ მაუწყებელში მმართველი გუნდის შეცვლა, შეიძლება მოსახლეობის მხრიდან მედია პლურალიზმის შეზღუდვად იქნას აღქმული.  ჩვენ, ასევე, გამოვხატეთ შეშფოთება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდეთ ამ საქმის გამჭვირვალე გამოძიებისაკენ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამერიკის საელჩოები ანგარიშის მოსამზადებლად ინფორმაციას აგროვებენ ყველა არსებული წყაროსგან.