ელიზაბეთ რუდის განცხადება მედიასთან სმიტების ოჯახის ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით (9 ივლისი)

ელიზაბეთ რუდის განცხადება მედიასთან სმიტების ოჯახის ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით (9 ივლისი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი: ჩვენ, ამერიკის საელჩოში, ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვართ ხადას ხეობაში რაიან სმიტის, ლორა სმიტისა და მათი შვილის ტრაგიკული მკვლელობით. ჩვენ გამოვხატავთ საერთო მწუხარებას ამერიკულ თემთან, ქართულ თემთან და მარნეულში, სმიტების ოჯახის მეგობრებთან ერთად. სმიტები იყვნენ საზოგადოების ღირებული წევრები. მათ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში იცხოვრეს და თავისი საქმით აქაური თემის მნიშვნელოვანი წევრები გახდნენ, ხელი შეუწყეს ეკონომიკურ განვითარებას და განათლების გაუმჯობესებას. ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ საქართველოს შესაბამის უწყებებთან გამოძებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიღონებთ ყველაფერს, რათა დავეხმაროთ სმიტების ოჯახის წევრებს როდესაც ჩამოვლენ საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დუშეთში, ვინც დიდი საქმე გასწიეს სამაშველო სამუშაოებისა და გამოძიების პროცესში.