ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი სახალხო დამცველის 20 წლის იუბილეზე (19 აპრილი)

Charge d’affaires Nicholas Berliner’s media engagement at Public Defender’s 20th Anniversary. Photo: State Dept

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი სახალხო დამცველის 20 წლის იუბილეზე (19 აპრილი)

კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი:

დღეს არის სახალხო დამცველის ოფისის 20 წლის იუბილე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავდა ამ ინსტიტუტის მიმართ.ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოში. ჩვენ მხარს ვყუჭერთ დამოუკიდებელი და ობიექტური ინსტიტუტების არსებობას, რომლებასც შეუძლიათმთავრობის მუშაობის მონიტორიინგი და ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დაცვის სადარაჯოზე დგანან. სახალხო დამცველი სწორედ ამ როლს ასრულებსსაქართველოში. სახალხო დამცველის მუშაობა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას.

კითხვა აფხაზეთში ლავროვის ვიზიტისა და რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის შესახებ

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი:

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშრებით ძალიან მყარი და ნათელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად, რადგანმიგვაჩნია, რომ საქართველოს ნაწილები არიან. ეს პოზიცია არ შეიცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს. აფხაზეთში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირებით ვიტყვი,რომ ეს საელჩო იქნება ძალიან მარტო, რადგან საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად და შესაბამისად, იქ არ იქნება სხვა საელჩოები. ასევე, ჩვენ არვაღიარებთ აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად. ეს ქმედება არის ინვესტიცია წარუმატებელ პროექტში. აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და უნდა დაუბრუნდეს მას.

კითხვა ოპოზიციის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ შემცირდა

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი:

ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუ დააკვირდებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა თუ საქართველოს სხვა პარტნიორების განცხადებებს და პოზიციებს, დაინახავთ რომ ის ოდნავაც არ შეცვლილა. წლების განმავლობაში ეს პოზიციები იყო მყარი. ჩვენ ყველა ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, და ეს არ შეიცვლება.