ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და USAID-ის ხელმძღვანელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდნენ (26 სექტემბერი)

ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და USAID-ის ხელმძღვანელი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდნენ (26 სექტემბერი)

არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის საძირკველს. ამიტომ, საარჩევნო დამკვირვებლის მისია მეტად მნიშვნელოვანია. დღეს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეხვდნენ. დამკვირვებლები ხელს უშლიან არჩევნების გაყალბებას, ხელს უწყობენ პრობლემებისა და გადაცდომების აღმოფხვრას, ზომავენ არჩევნების ხარისხს და გასცემენ რეკომენდაციებს მომავალი არჩევნების უკეთ წარსამართად. ამით დამკვირვებლები ხელს უწყობენ პროცესისა და შედეგების სანდოობას. შეერთებული შტატები საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს აქტიურად უჭერს მხარს დამდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე.