აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი შავი ზღვის მეორე რეგიონალური საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში (17 სექტემბერი)

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის კომენტარი შავი ზღვის მეორე რეგიონალური საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში (17 სექტემბერი)

 

კითხვა ღონისძიების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, რომ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია მმართველი საბჭოს რეგიონალურ შეხვედრას გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზციის „კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც ეხმარება ქვეყნებს მსოფლიოს მაშტაბით და კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონს, ეროვნული საზღვრების დაცვაში უკანონო ნივთიერების ქვეყანაში შეტანა გადაზიდვისგან. იქნება ეს ნარკოტიკული საშუალება, სიგარეტი, იარაღი თუ სხვა სახის ნივთიერება, რომელიც გამოიყენება მასობრივი განადგურების იარაღის დასამზადებლად, რადიოაქტიური ნივთიერებები თუ სხვა სახის კონტრაბანდა, რომელიც ქვეყნებში შეიძლება მოხვდეს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ ღონისძიების მასპინძლობისთის და ასევე, აღვნიშნო საქართველოს მთავრობის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება „კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ ფარგლებში დიდი ოდენობით უკანონო ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებებისა და რადიოაქტიური მასალების შემოტანის აღკვეთის კუთხით.

კითხვა ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე არსებული ვითარებით, განსაკუთრებით ბოლო მოვლენებით ჩორჩანაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსულ და ოსურ მხარეებს,მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა სიტუაციის დე-ესკალაციისთვის, და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიყენონ არსებული მექანიზმები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ცხელი ხაზი და ა.შ. რათა შენარჩუნდეს მშვიდი და სტაბილური ვითარება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ადმინისტრაციულ საზღვარზე, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფაქტი, რაც იწვევს ძალიან რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას რაიონის მოსახლეობისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გახსნან გამშვები პუნქტები.

კითხვა პატრიოტთა ალიანსის მიერ აშშ-ს საელჩოს წინ გამართული აქციის შესახებ

არ მსურს კომენტარი გავაკეთო კონკრეტულ მესიჯებზე, რაც გაჟღერდა პატრიოტთა ალიანსის საპროტესტო აქციაზე კვირას. თუმცა მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, იმისათვის რომ მათ უზრუნველყვეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიისთვის