
ელჩი კელი მესტიის საკვირაო სკოლაში ბავშვებსა და მოხალისეებს შეხვდა (16 ოქტომბერი)
16 ოქტომბერს ელჩი კელი ესტუმრა მესტიაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის (TRC)“ წარმომადგენლებს. TRC არის შეზღუდული შესაძლებლობების ქონე პირთა ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა, რათა მომსახურება გაუწიოს სოფლებსა და მთიან რეგიონებში დასახლებულ შშმ პირებსა და მათ ოჯახებს. TRC ხელმძღვანელობს საზოგადოებაში რეაბილიტაციის მოდელით, რაც გულისხმობს მშობელთა და პერსონალის სპეციალურ მომზადებას, რათა მიზანმიმართული მომზადებისა და თერაპიული სტრატეგიის მეშვეობით დაეხმარონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, რომ ისინი გახდნენ უფრო დამოუკიდებელნი. აღნიშნული საკვირაო სკოლა არის საზოგადოებრივი რესურს ცენტრი, რომელიც ადგილობრივი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების დახმარებით შესაძლებლობას აძლევს შშმ ბავშვებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები.