სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით კონფერენცია ბათუმში (20 მაისი)
19-20 მაისს ორგანიზაცია “PH International”-მა უმასპინძლა აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამის, სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით (CTEL) ფინალურ კონფერენციას ბათუმში. კონფერენციის მიზანი იყო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება 120-ზე მეტი ინგლისური ენის, სამოქალაქო, ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთათვის მთელი საქართველოდან.