პოლკოვნიკი ბეგლი „ქალები სამხედრო სფეროში” ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა (9 დეკემბერი)

Colonel Bagley speaks at the Women in the Military Field event. Photo: State Dept
პოლკოვნიკი ბეგლი. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

პოლკოვნიკი ბეგლი „ქალები სამხედრო სფეროში” ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა (9 დეკემბერი)

 

აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი მიწვეული იყო „ქალები სამხედრო სფეროში“ სპიკერთა ღონისძიებაზე საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. პოლკოვნიკი ბეგლი აშშ-ის პირველი ქალი თავდაცვის ატაშეა საქართველოში. მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამხედრო სფეროში ქალების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ასევე, ხაზი გაუსვა იმ ნოვატორების განსაკუთრებულ როლს, რომლებმაც მანამდე გზა გაუკვალეს ქალებს არმიაში. დღეს ქალები წარმოადგენენ აშშ-ის სამხედრო აკადემიის 20 პროცენტს, ისინი წარჩინებით ამთავრებენ სასწავლებელს და იღებენ სამაგისტრო სტიპენდიებს მსოფლიოს გარშემო.

ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ქალებს სამხედრო სფეროში ხვდებათ არის, ყველა საქმეში საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საჭიროება, კარიერული და ოჯახური ცხოვრების დაბალანსების პარალელურად. პოლკოვნიკი ბეგლის რჩევაა, რომ ეცადო თვითგაუმჯობესება იმ სფეროებში, რომლებშიც ამის შესაძლებლობა გაქვს და მოეშვა სხვა ყველაფერს. რაც შეეხება კარიერისა და ოჯახის ბალანსს, მან ხაზი გაუსვა საყვარელი ადამიანებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ამ გამოწვევებთან ერთად, სამხედრო სამსახური იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს, იმსახურო მსოფლიოს გარშემო, მიიღო მაღალი დონის განათლება და გახდე ლიდერი.