აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ არ უნდა იყოს რუსეთთან კონფლიქტი (25 მაისი)

9საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ვექტორისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ არ უნდა იყოს რუსეთთან კონფლიქტი.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ დადებული ხელშეკრულებები, პატივი სცეს ევროპული ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებულ სუვერენულ საზღვრებს, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა: უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი“. [რუსეთს] შეუძლია ამ მარტივი ნაბიჯების გადადგმა… რაც შეამცირებდა რაიმე კონფლიქტის წარმოშობის რისკს. გენერალ-ლეიტენანტმა ჰოჯესმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი“ იყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ტერიტორიაზე და რომ „ისინი [რუსები] უნდა წავიდნენ“. გენერალ-ლეიტენანტმა ჰოჯესმა მისცა ინტერვიუ თბილისში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობდა.